საწრეო სამუშაო
გეგმა
წრის დასახელება
|
„წიგნი-
ცოდნის წყაროა“
|
|||
სკოლა
|
აღვის საჯარო სკოლა
|
|||
სამიზნე ჯგუფი
|
VI, VII , VIII კლასის მოსწავლეები
|
|||
მასწავლებელი
|
შორენა სილაგაძე
|
|||
სასწავლო წელი
|
2017-2018 ს/წლის II სემესტრი
|
|||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
10
|
|||
სამუშაო რეჟიმი
|
კვირაში ერთი
დღე, პარასკევი, 1 საათი. 15.10 სთ-იდან
16.10 სთ-მდე
|
|||
წრის აქტუალობა
|
წიგნიერებისადმი ინტერესის გაღვივება; მხატვრული კითხვის
დახვეწა; მხატვრული ხერხების ამოცნობა და გამოყენება; ცოდნის დემონსტრირება; კვლევა-ძიების, ინფორმაციის
მოპოვებისა და დამუშავების უნარის განვითარება.
|
|||
საწრეო მუშაობის მიზანი
|
მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა. კრიტიკული აზროვნების, კვლევა-ძიების,ინფორმაციის
მოპოვებისა და დამუშავების უნარის განვითარება.მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის
განვითარება.გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბება.მხატვრული კითხვის ელემენტების
დაუფლება. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.პრეზენტაციის უნარის
განვითარება.ლიტერატურის პოპულარიზაცია.
|
|||
ე ს გ-ის სტანდარტი და ინდიკატორები
|
ქართ. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
. კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა
მიზნით(შესწავლის, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, შეფასების);
. საუბრობს
იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები;
რა- უცნობი და გაუგებარი;
. ამოიცნობს
წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს(იდეას),განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს
დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით
(ზეპირი ან წერილობითი);
. ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.
|
|||
შედეგი
|
აიმაღლეს ცოდნა წიგნიერებისადმი, შეიყვარეს წიგნის
კითხვა, აიმაღლეს ინტერესი წიგნის მიმართ, განივითარეს ლოგიკური აზროვნებისა და საკუთარი
აზრის დასაბუთების უნარი, გაიმდიდრეს ლექსიკური
მარაგი, განივითარეს შემოქმედებითი, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარი.
|
|||
რესურსი
|
თვალსაჩინოება, კომპიუტერი, წიგნები, ტესტები, დაფა,
ცარცი.
|
|||
ლიტერატურა
|
მწერლების ბიოგრაფიები;
|
|||
საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება
|
საწრეო მუშაობისას მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან მწერლების ბიოგრაფიებს, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურულ ტექსტებს და გაეცნობიან
კითხვის სტრატეგიებს, განამტკიცებენ მხატვრული კითხვის მეთოდებს, განივითარებენ შემოქმედებით უნარებს.
|
|||
მეთოდოლოგია
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში, კითხვა-პასუხი,
როლური თამაში.
|
|||
N
|
საწრეო მუშაობის პროგრამა
|
ხანგრძლივობა
|
შეხვედრების თარიღი
|
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
|
საწრეო მუშაობის
მიზნის გაცნობა
ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის გაცნობა. მისი შემოქმედების
შესახებ საუბარი.
ილია ჭავჭავაძის ტექსტის „სარჩობელაზედ“ განხილვა
და მსჯელობა.
დავით გურამიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა.
მისი შემოქმედების შესახებ საუბარი.
დავით გურამიშვილის შემოქმედების გაცნობა.,,სწავლა მოსწავლეთა“, განხილვა
და მსჯელობა.
ტექსტის მხატვრული კითხვა
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის გაცნობა. მწერლის შემოქმედებაზე საუბარი.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გაცნობა-განხილვა. ,,არწივი“, ,, მთის წყარო“. მხატვრული ხერხების ამოცნობა
-ამოწერა.
ტექსტის მხატვრული კითხვა
ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა და ანალიზი ,, შენ გიტოვებ ეს ქვეყანა
შენია“
შეიყვარე წიგნი, წიგნი ცოდნის წყაროა. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ნიკო ლორთქიფანიძის ,,მონა“.
ტექსტის გაცნობა, გააზრება-გაანალიზება.
მინიატურული ტექსტის მოძიება და გაცნობა განხილვა.
რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა.
,, მოხეტიალე მუსიკოსი“ გაცნობა-განხილვა.
მხატვრული კითხვა
თხზულების შექმნა მხატვრული ხერხების გამოყენებით.
წრის შემაჯამებელი შეხვედრა
|
1 სთ.
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
|
25.01.2018
2.02.2018
9.02.2018
16.02.2018
23.02.2018
16.03.2018
23.03.2018
30.03.2018
13.04.2018
20.04.2018
27.04.2018
11.05.2018
18.05.2018
25.05.2018
1.06.2018
8.06.2018
|
|
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო
წლის II სემესტრისათვის შევქმენი
ქართული ენისა და ლიტერატურის წრე, სახელწოდებით ,,წიგნი ცოდნის წყაროა“. მასში გაერთიანებულიაVI, VII, VIII კლასის მოსწავლეები.
წრე ტარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, გაკვეთილების
დასრულების შემდეგ. საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების უნარის განვითარება,
ასევე წაკითხულის გააზრება და გაანალიზება. ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარის
განვითარება, თანამშრომლობის უნარის განვითარება. ლიტერატურის საწრეო მუშაობა აუცილებელია
მოსწავლეთათვის, რათა მეტი ცოდნა დააგროვონ და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. განიხილონ ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტები
და იმსჯელონ მასში წამოჭრილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
საწრეო მუშაობის პირველივე შეხვედრიდან
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.მათი მონდომება და შემართება იყო მაღალი,მითითებულ
დავალებებს ყურადღებით ასრულებდნენ, მოტივაციის ასამაღლებლად გზადაგზა ვახალისებდი
დადებითი შეფასებით. მათი ინტერესი საგნისადმი თანდათან გაიზარდა, ვფიქრობ, საწრეო
მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,რადგან იმ მოსწავლეებმა რომლებიც
არ იყვნენ ჩართული საწრეო მუშაობაში, გამოთქვეს
სურვილი წრეში მონაწილეობაზე. ლიტერატურული წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების
შედეგებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий