вторник, 4 сентября 2018 г.


წრის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წელის I სემესტრისათვის დავგეგმე და შევქმენი ქართული ენის წრე, სახელწოდებით „დავიცვათ ენის სიწმინდე“. წრის შექმნის მიზანია, სკოლაში ლიტერატურისა და გრამატიკის კომბინირებულად  სწავლება, რის საფუძველზეც ნაკლები დრო ეთმობა გრამატიკას. წრის დაგეგმვისა და შექმნისთანავე გავაცანი მოსწავლეებსა და მშობლებს წრის მიზანი და მუშაობის პრინციპები. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს თანამშრომლობაზე, ხოლო მშობლებმა გამოხატეს კმაყოფილება. წრეში გაერთიანებულია VI, VII  და  VIII კლასის მოსწავლეები( სულ 10)  .წრე  ტარდება  კვირაში  ერთხელ, ოთხშაბათს,15.10სთ-იდან 16.10სთ-მდე.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება გრამატიკაში,  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით. წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება. ენობრივი კომპეტენციის ჩამოყალიბება.ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება.წრეში მოსწავლეთა ჩართულობა, ხელს შეუწყობს მომავალში სწორად წერისა და მეტყველების განვითარებას. I სემესტრის განმავლობაში გვქონდა 13 სამუშაო შეხვედრა,რომელიც ეხებოდა გრამატიკის პროგრამის გაღრმავებულად სწავლას. მაგ. მეტყველების ნაწილები და მათი მაწთლწერის საკითხები; ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები; რიცხვითი სახელის მართლწერის საკითხები და სხვა. მოსწავლეთა დაინტერესება მაღალი იყო ,ისინი ყოველ სამუშაო შეხვედრაზე ხალისით და ენთუზიაზმით მუშაობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მთხოვეს დროის ლიმიტის გაზრდა,რათა ემუშავათ როგორც თეორიულ მასალაზე,ასევე ტესტებზე.მუშაობისას  იყვნენ  აქტიურები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხებს აზუსტებდნენ,მსჯელობდნენ,იყენებდნენ წინარე ცოდნას,იხსენებდნენ შესაბამის წესებს,რათა სწორ პასუხამდე მისულიყვნენ.
     ვფიქრობ, წრეზე მუშაობამ გაამართლა, რადგან მოსწავლეთა  დაინტერესება    გაზარდა, როგორც მონაწილე, ასევე არამონაწილე  მოსწავლეებშიც.საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,რაც მეტყველებს რომ სამომავლოდ გავზარდო წრეში მონაწილე მოსწავლეთა  რაოდენობა და ხელი შევუწყო მათ ქართული ენის გრამატიკის სიღრმისეულად  შესწავლას.

Комментариев нет:

Отправить комментарий