პორტფოლიო
воскресенье, 7 июля 2019 г.
вторник, 4 сентября 2018 г.
საწრეო სამუშაო
გეგმა
წრის დასახელება
|
„წიგნი-
ცოდნის წყაროა“
|
|||
სკოლა
|
აღვის საჯარო სკოლა
|
|||
სამიზნე ჯგუფი
|
VI, VII , VIII კლასის მოსწავლეები
|
|||
მასწავლებელი
|
შორენა სილაგაძე
|
|||
სასწავლო წელი
|
2017-2018 ს/წლის II სემესტრი
|
|||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
10
|
|||
სამუშაო რეჟიმი
|
კვირაში ერთი
დღე, პარასკევი, 1 საათი. 15.10 სთ-იდან
16.10 სთ-მდე
|
|||
წრის აქტუალობა
|
წიგნიერებისადმი ინტერესის გაღვივება; მხატვრული კითხვის
დახვეწა; მხატვრული ხერხების ამოცნობა და გამოყენება; ცოდნის დემონსტრირება; კვლევა-ძიების, ინფორმაციის
მოპოვებისა და დამუშავების უნარის განვითარება.
|
|||
საწრეო მუშაობის მიზანი
|
მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა. კრიტიკული აზროვნების, კვლევა-ძიების,ინფორმაციის
მოპოვებისა და დამუშავების უნარის განვითარება.მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის
განვითარება.გუნდური მუშაობის უნარის ჩამოყალიბება.მხატვრული კითხვის ელემენტების
დაუფლება. მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.პრეზენტაციის უნარის
განვითარება.ლიტერატურის პოპულარიზაცია.
|
|||
ე ს გ-ის სტანდარტი და ინდიკატორები
|
ქართ. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
. კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა
მიზნით(შესწავლის, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, შეფასების);
. საუბრობს
იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები;
რა- უცნობი და გაუგებარი;
. ამოიცნობს
წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს(იდეას),განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან, გამოაქვს
დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით
(ზეპირი ან წერილობითი);
. ასახელებს საყვარელ წიგნს, მწერალს, პერსონაჟს და განმარტავს თავის არჩევანს.
|
|||
შედეგი
|
აიმაღლეს ცოდნა წიგნიერებისადმი, შეიყვარეს წიგნის
კითხვა, აიმაღლეს ინტერესი წიგნის მიმართ, განივითარეს ლოგიკური აზროვნებისა და საკუთარი
აზრის დასაბუთების უნარი, გაიმდიდრეს ლექსიკური
მარაგი, განივითარეს შემოქმედებითი, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარი.
|
|||
რესურსი
|
თვალსაჩინოება, კომპიუტერი, წიგნები, ტესტები, დაფა,
ცარცი.
|
|||
ლიტერატურა
|
მწერლების ბიოგრაფიები;
|
|||
საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება
|
საწრეო მუშაობისას მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან მწერლების ბიოგრაფიებს, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურულ ტექსტებს და გაეცნობიან
კითხვის სტრატეგიებს, განამტკიცებენ მხატვრული კითხვის მეთოდებს, განივითარებენ შემოქმედებით უნარებს.
|
|||
მეთოდოლოგია
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილებში, კითხვა-პასუხი,
როლური თამაში.
|
|||
N
|
საწრეო მუშაობის პროგრამა
|
ხანგრძლივობა
|
შეხვედრების თარიღი
|
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
|
საწრეო მუშაობის
მიზნის გაცნობა
ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის გაცნობა. მისი შემოქმედების
შესახებ საუბარი.
ილია ჭავჭავაძის ტექსტის „სარჩობელაზედ“ განხილვა
და მსჯელობა.
დავით გურამიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა.
მისი შემოქმედების შესახებ საუბარი.
დავით გურამიშვილის შემოქმედების გაცნობა.,,სწავლა მოსწავლეთა“, განხილვა
და მსჯელობა.
ტექსტის მხატვრული კითხვა
ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის გაცნობა. მწერლის შემოქმედებაზე საუბარი.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გაცნობა-განხილვა. ,,არწივი“, ,, მთის წყარო“. მხატვრული ხერხების ამოცნობა
-ამოწერა.
ტექსტის მხატვრული კითხვა
ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა და ანალიზი ,, შენ გიტოვებ ეს ქვეყანა
შენია“
შეიყვარე წიგნი, წიგნი ცოდნის წყაროა. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
ნიკო ლორთქიფანიძის ,,მონა“.
ტექსტის გაცნობა, გააზრება-გაანალიზება.
მინიატურული ტექსტის მოძიება და გაცნობა განხილვა.
რევაზ ინანიშვილის ბიოგრაფიის გაცნობა.
,, მოხეტიალე მუსიკოსი“ გაცნობა-განხილვა.
მხატვრული კითხვა
თხზულების შექმნა მხატვრული ხერხების გამოყენებით.
წრის შემაჯამებელი შეხვედრა
|
1 სთ.
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
|
25.01.2018
2.02.2018
9.02.2018
16.02.2018
23.02.2018
16.03.2018
23.03.2018
30.03.2018
13.04.2018
20.04.2018
27.04.2018
11.05.2018
18.05.2018
25.05.2018
1.06.2018
8.06.2018
|
|
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო
წლის II სემესტრისათვის შევქმენი
ქართული ენისა და ლიტერატურის წრე, სახელწოდებით ,,წიგნი ცოდნის წყაროა“. მასში გაერთიანებულიაVI, VII, VIII კლასის მოსწავლეები.
წრე ტარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს, გაკვეთილების
დასრულების შემდეგ. საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების უნარის განვითარება,
ასევე წაკითხულის გააზრება და გაანალიზება. ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარის
განვითარება, თანამშრომლობის უნარის განვითარება. ლიტერატურის საწრეო მუშაობა აუცილებელია
მოსწავლეთათვის, რათა მეტი ცოდნა დააგროვონ და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. განიხილონ ლიტერატურული და არალიტერატურული ტექსტები
და იმსჯელონ მასში წამოჭრილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
საწრეო მუშაობის პირველივე შეხვედრიდან
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.მათი მონდომება და შემართება იყო მაღალი,მითითებულ
დავალებებს ყურადღებით ასრულებდნენ, მოტივაციის ასამაღლებლად გზადაგზა ვახალისებდი
დადებითი შეფასებით. მათი ინტერესი საგნისადმი თანდათან გაიზარდა, ვფიქრობ, საწრეო
მუშაობამ ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,რადგან იმ მოსწავლეებმა რომლებიც
არ იყვნენ ჩართული საწრეო მუშაობაში, გამოთქვეს
სურვილი წრეში მონაწილეობაზე. ლიტერატურული წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების
შედეგებზე.
წრის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წელის I სემესტრისათვის დავგეგმე და შევქმენი
ქართული ენის წრე, სახელწოდებით „დავიცვათ ენის სიწმინდე“. წრის შექმნის მიზანია, სკოლაში
ლიტერატურისა და გრამატიკის კომბინირებულად
სწავლება, რის საფუძველზეც ნაკლები დრო ეთმობა გრამატიკას. წრის დაგეგმვისა
და შექმნისთანავე გავაცანი მოსწავლეებსა და მშობლებს წრის მიზანი და მუშაობის პრინციპები.
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს თანამშრომლობაზე, ხოლო მშობლებმა გამოხატეს კმაყოფილება.
წრეში გაერთიანებულია VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები( სულ 10)
.წრე ტარდება კვირაში
ერთხელ, ოთხშაბათს,15.10სთ-იდან 16.10სთ-მდე.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება
გრამატიკაში, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების
მიხედვით. წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება. ენობრივი კომპეტენციის
ჩამოყალიბება.ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება.წრეში მოსწავლეთა
ჩართულობა, ხელს შეუწყობს მომავალში სწორად წერისა და მეტყველების განვითარებას. I სემესტრის განმავლობაში გვქონდა
13 სამუშაო შეხვედრა,რომელიც ეხებოდა გრამატიკის პროგრამის გაღრმავებულად სწავლას.
მაგ. მეტყველების ნაწილები და მათი მაწთლწერის საკითხები; ზედსართავი სახელის ხარისხის
ფორმები; რიცხვითი სახელის მართლწერის საკითხები და სხვა. მოსწავლეთა დაინტერესება
მაღალი იყო ,ისინი ყოველ სამუშაო შეხვედრაზე ხალისით და ენთუზიაზმით მუშაობდნენ. იყო
შემთხვევები, როდესაც მთხოვეს დროის ლიმიტის გაზრდა,რათა ემუშავათ როგორც თეორიულ მასალაზე,ასევე
ტესტებზე.მუშაობისას იყვნენ აქტიურები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პასუხებს
აზუსტებდნენ,მსჯელობდნენ,იყენებდნენ წინარე ცოდნას,იხსენებდნენ შესაბამის წესებს,რათა
სწორ პასუხამდე მისულიყვნენ.
ვფიქრობ,
წრეზე მუშაობამ გაამართლა, რადგან მოსწავლეთა
დაინტერესება გაზარდა, როგორც მონაწილე,
ასევე არამონაწილე მოსწავლეებშიც.საწრეო მუშაობამ
ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში,რაც მეტყველებს რომ სამომავლოდ გავზარდო
წრეში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და ხელი
შევუწყო მათ ქართული ენის გრამატიკის სიღრმისეულად შესწავლას.
საწრეო სამუშაო
გეგმა
წრის
დასახელება
|
,,დავიცვათ
ენის სიწმინდე“
|
სკოლა
|
აღვის
საჯარო სკოლა
|
სამიზნე
ჯგუფი:
|
VI,VII , VIII კლასის მოსწავლეები
|
მასწავლებელი:
|
შორენა
სილაგაძე
|
სასწავლო
წელი:
|
I სემესტრი 2017 ს/წ
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
10
|
სამუშაო
რეჟიმი:
|
კვირაში
ერთი დღე, ოთხშაბათი. 15.10 სთ-იდან
16.10 სთ-მდე.
|
წრის
აქტუალობა:
|
გრამატიკული
ხერხებისა და მართლწერის წესების ჩამოყალიბება. ცოდნის დემონსტრირება. გრამატიკული წესების სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. კვლევისა
და სწავლის უნარის განვითარება.
|
საწრეო
მუშაობის მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ ცოდნის გაღრმავება გრამატიკაში; გამოუმუშავდეთ წერითი და
ზეპირი მეტყველების კულტურა; ჩამოუყალიბდეთ ენობრივი კომპეტენცია; განუვითარდეთ ცოდნის დემონსტრირების, დამოუკიდებელი აზროვნების,
კვლევისა და სწავლის უნარები; შეძლონ ორთოგრაფიული
და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება.
|
ე
ს გ სტანდარტი და ინდიკატორები:
|
ქართ.
მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული
თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
. განარჩევს ნაცვალსახელთა ჯგუფებს და შესაფერის კონტექსტში სწორად უნაცვლებს
მათ სათანადო სახელთა ფორმებს.
. იცნობს და იყენებს სიტყვათა მართლწერის ძირითად წესებს; მართლწერის შესამოწმებლად იყენებს დამხმარე
საშუალებებს;
.
სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს;
.
გადაიკითხავს ნაწერს და ჩაასწორებს მას როგორც ენობრივ-სტილური, ისე პუნქტუაციის
თვალსაზრისით;
. მართებულად იყენებს მისათითებელ სიტყვათა და კავშირთა (წევრ-კავშირთა) კონსტრუქციულ შესაძლებლობებს
მიზეზ-შედეგობრიობისა თუ სხვა ნიუანსების გადმოსაცემად.
|
შედეგი:
|
მართლწერისა
და მართლმეტყველების საფუძველზე ახდენს ცოდნის სისტემატიზაციას. იცავს მართლმეტყველების წესებს და ადეკვატურად იყენებს.
|
|
|
რესურსი:
|
ლიტ.
სახელმძღვანელო ა. შანიძისა და ლ. კვაჭაძის ქართული ენა. თვალსაჩინოებები (მეტყველების
ნაწილები, კვეცა, ბრუნება, ზედსართავი სახელის
ხარისხის ფორმები, რიცხვითი სახელი, რიცხვითი სახელის მართლწერა, ნაცვალსახელი, ზმნა,
მწკრივები და სერიები, ზმნიზედა). თაბახის ფურცლები,კალმები.დაფა, ცარცი.
|
N
|
საწრეო მუშაობის პროგრამა
|
ხანგრძლივობა
|
შეხვედრების თარიღი
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
|
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
მეტყველების ნაწილების განხილვა
არსებითი სახელი. არსებითი სახელის დაჯგუფება შინაარსის მიხედვით.
არსებითი სახელის რიცხვი და ბრუნება
არსებითი სახელის ბრუნებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები. ტესტებზე
მუშაობა(1)
ზედსართავი სახელი და მათი ბრუნება
ზედსართავი სახელის ბრუნებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები ტესტებზე მუშაობა (2)
რიცხვითი სახელი და მათი ბრუნება
რიცხვით სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები. ტესტებზე მუშაობა (3)
ნაცვალსახელი. ნაცვალსახელთა ჯგუფები
ნაცვალსახელთა ბრუნება. ნაცვალსახელთან
დაკავშირებული მართლწერის საკითხები. ტესტებზე
მუშაობა (4)
ზმნა. ზმნის კატეგორიები.
ზმნის ფორმაწარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები. ტესტებზე
მუშაობა (5)
|
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1 სთ
1სთ
1 სთ
|
4.10 2017
11.10.2017
18.10.2017
25.10.2017
1.11.2017
8.11.2017
15.11.2017
22.11.2017
29.11.2017
6.12.2017
13.12.2017
20.12.2017
27.12.2017
|
საწრეო მუშაობის მოკლე დახასიათება:
სკოლებში,ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით,ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლება კომბინირებულად,რის
საფუძველზეც ნაკლები დრო ეთმობა ქართული ენის გრამატიკის სწავლებას.
ჩემი აზრით,საწრეო მუშაობა საჭიროა იმისათვის,რათა
მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ქართული ენის გრამატიკაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების
საწინდარი გახდება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)